FAQ

როგორ შემიძლია LOVE CARD-ისთვის საკუთარი დიზაინის შექმნა?

პერსონალური LOVE CARD-ის შესაქმნელად უნდა ატვირთოთ სასურველი სურათი/დიზაინი ან აირჩიოთ ბანკის მიერ შემოთავაზებული დიზაინებიდან ერთ-ერთი.

ნებისმიერი სურათის/დიზაინის ატვირთვა შემიძლია?

თქვენ მიერ ატვირთული სურათი/დიზაინი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სერვისით სარგებლობის წესებსა და პირობებს.
თქვენ მიერ ატვირთული სურათი/დიზაინი ექვემდებარება განხილვას.

როგორ დავამზადო ბარათი, გალერეაში ატვირთული სურათით?

იმ შემთხვევაში თუ ბარათის დამზადება LOVE CARD-ის გალერეაში არსებული სურათით გსურთ, შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ სერვისცენტრს, დაასახელოთ თქვენი ფავორიტი სურათი და თქვენი ბარათი ერთ დღეში დამზადდება.

როგორ ხდება საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენება?

განხილვის შედეგების შესახებ გადაწყვეტილებას ბანკი თქვენი მობილური ტელეფონისა და ელფოსტის საშუალებით გაცნობებთ.

როგორ და როდის ხდება გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირება?

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირება ხდება ორ სამუშაო დღეში.

როგორ ხდება პლასტიკური ბარათის შეკვეთა?

მას შემდეგ, რაც თქვენ ინფორმირებული იქნებით გადაწყვეტილების შესახებ, თქვენ უნდა მიმართოთ სს „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ სერვისცენტრს და წარადგინოთ ბანკისგან მიღებული შეტყობინების ტექსტი.
სერვისცენტრში თქვენს პერსონალური დიზაინის LOVE CARD-ს დაარეგისტრირებენ და ერთ სამუშაო დღეში დაამზადებენ.