წესები და პირობები

ბარათზე შეზღუდულია შემდეგი შინაარსის სურათის/დიზაინის დატანა:

  • სასაქონლო/სავაჭრო მარკები;
  • ლოგოები;
  • სლოგანები;
  • ორგანიზაციის დასახელებები;
  • ნებისმიერი მესამე მხარის ბრენდთან დაკავშირებული საავტორო უფლებებით დაცული მასალები;
  • სარეკლამო მასალა;
  • პრომო მასალა;
  • ცნობილი ადამიანების სურათები;
  • სურათები ანიმაციური ფილმებიდან;
  • ტელეფონის ნომრები;
  • მისამართები;
  • ინტერნეტბმულები (ლინკები);
  • ანგარიშების ნომრები;
  • ბარათის პინკოდები;
  • პროვოკაციული შინაარსის მქონე სურათები;
  • სექსუალური შინაარსის მქონე სურათები;
  • ძალადობის ამსახველი სურათები;
  • შეურაცხმყოფელი სურათები;
  • არაეთიკური სურათები;
  • სიშიშვლისა და ნაწილობრივი სიშიშვლის ამსახველი სურათები;
  • მკრეხელობის გამომხატველი სიტყვები;
  • უწმაწური, შეურაცხმყოფელი სიტყვები;
  • ალკოჰოლური სასმელების სურათები;
  • თამბაქოს სურათები;
  • ცეცხლსასროლი, ცივი იარაღის სურათები;
  • არალეგალური და ანტისოციალური ქცევის ამსახველი სურათები;
  • სურათები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქვეყანაში დამკვიდრებულ კულტურულ ნორმებს;
  • სურათები, რომლებიც გამოხატავს პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალურად მიუღებელი ჯგუფების აზრებსა და რწმენას.
  • სურათები, რომლებიც იკვეთება ბარათის დამცავ ზონებთან/ნიშნებთან.
  • რელიგიურ თემატიკის შემცველი სურათები/დიზაინები.

შეზღუდული შინაარსის სურათის/დიზაინის ატვირთვის შემთხვევაში მოხდება მათი უარყოფა.